ინსტრუქცია

როგორ შევიძინოთ გაზეთი

პირველი ეტაპი

– გაზეთის ახალი ნომრის შესაძენად დააჭირეთ ღილაკს “შეძენა”.



– თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით ახალ გვერდზე. ელ-ფოსტის ველში აუცილებლად შეიყვანეთ თქვენი მოქმედი ფოსტის მისამართი(გადახდის განხორციელების შემდეგ გაზეთის გადმოსაწერი ბმული გამოიგზავნება სწორედ ამ მისამართზე) და დააჭირეთ ღილაკს “გადახდის გვერდზე გადასვლა”.



–  თუ მონიშნავთ აღნიშნულ ველს, ავტომატურად შეიქმნება პირადი კაბინეტი, სადაც დაგროვდება შეძენილი ნომრები და საიტზევე შეძლებთ გაზეთის კომფორტულად წაკითხვას.

მეორე ეტაპი

– ამის შემდეგ თქვენ გადახვალთ ახალ გვერდზე, სადაც უნდა შეავსოთ აღნიშნული ველები ქვემოთ მოყვანილი სურათის მიხედვით. – ველების შევსების შემდეგ გაგრძელებისთვის უნდა დააჭიროთ ღილაკს “Next >>”

მესამე ეტაპი

– ამის შემდეგ ახალ გვერდზე აუცილებლად უნდა დააჭიროთ ღილაკს “Pay>>>” და დაელოდოთ… რამდენიმე წამში დაიწერება Your Purchase was Accepted ანუ თქვენი გადახდა წარმატებით განხორციელდა.

მეოთხე ეტაპი

– აღნიშნული ნაბიჯების წარმატებით გავლის შემდეგ, შებრძანდით თქვენს ფოსტაში(რომელიც გაზეთის შეძენისას მიუთითეთ), გახსენით ჩვეგან გამოგზავნილი წერილი და დააჭირეთ ლინკს – “გადმოწერა”(შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილი სურათი)

რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს FACEBOOK გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე mail@asavali.ge

გმადლობთ ყურადღებისთვის!